გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ცოტნე ანანიძე: 1877 წელს ილია ჭავჭავაძე ასე შეხვდა ქობულეთელებს - „მოგესალმებით ჩემო ინტელიგენტო ქობულეთელებო!“ ასე ინტელიგენტურად უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე და გავიმარჯვოთ!

6-09-2024

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქობულეთში ცოტნე ანანიძე, ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეს მოსახლეობას შეხვდა.

ანანიძემ ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა და მათთან საუბრისას ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა, რომელიც ქობულეთელებს ინტელიგენტებად მოიხსენებდა.


„როდესაც ჩვენი რეგიონი დედასამშობლოს დაუბრუნდა 1877 წელს ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე ასე შეხვდა ქობულეთელებს - „მოგესალმებით ჩემო ინტელიგენტო ქობულეთელებო!“ ასე ინტელიგენტურად უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე, გავიმარჯვოთ და გავაგრძელოთ! გაგიმარჯოთ! გაუმარჯოს საქართველოს!“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.


შეხვედრას „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, „ქართული ოცნების“ დელეგატები, მაჟორიტარი დეპუტატები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქობულეთის მერიისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.