გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: ლაფში ჩაფლული წურბლები ვარჯიშობენ ახალ მანტრას: „გაყალბდა! გაყალბდა! გაყალბდა!“ და ემზადებიან რევოლუციისთვის

8-09-2024

„NATO იყოს ჩვენი მფარველი“ - ისმის ჭაობის ფსკერიდან ბულბულატორებით ზედაპირისკენ მიმართული "ლოცვა/ვედრება“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.


მისივე თქმით, მაშინ როცა ქვეყანა ეროვნული აღმავლობის ტალღაზეა, მავანნი რევოლუციისთვის ემზადებიან.


„აი ამ ეროვნული აღმავლობის ტალღაზე, იქ სადღაც ჭაობის ფსკერზე ლაფში ჩაფლული წურბელები ვარჯიშობენ ახალ მანტრას: "გაყალბდა! გაყალბდა! გაყალბდა!" და ემზადებიან რევოლუციისთვის იმიტომ, რომ წურბელების მბრძანებელმა "დურემარმა" შეაგულიანა ისინი - "თქვენ 85% ხართ და ყველაფერი გამოგივათ". "NATO იყოს ჩვენი მფარველი" - ისმის ჭაობის ფსკერიდან ბულბულატორებით ზედაპირისკენ მიმართული "ლოცვა/ვედრება". თუმცა, ყველაზე აზრზე მოსული წურბლები "დურემარს" შეკითხვასაც კი უბედავენ: "კი მაგრამ თუ 85% ვართ ამ ფსკერზე და ამ ლაფში რა ჯანდაბა გვინდა, ზედაპირზე ამოსვლის შანსი რატომ არა გვეძლევა" - რეიტინგულად ასეა საჭირო, ამშვიდებს მათ "დურემარი" და მანტრის განმეორებისთვის მოუწოდებს...“ - წერს დავით ქართველიშვილი.