კვირა, აპრილი 06, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ირაკლი ღარიბაშვილი: „ოცნებას“ თუ ავირჩევთ, გვექნება გარანტირებული მშვიდობა, თუ „ნაცმოძრაობას“, გვექნება გარანტირებული ომი

8-09-2024

„ქართულ ოცნებას“ თუ ავირჩევთ გვექნება გარანტირებული მშვიდობა და გვექნება ყველა ის სიკეთე, რაც მოაქვს მშვიდობას და თავისუფლებას – კეთილდღეობა, ღირსეული ევროპული მომავალი, ხოლო თუ ავირჩევთ ომის პარტიას, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ სატელიტებს და კოალიციებს, აგენტურას და „ენჯეოებს“, გვექნება გარანტირებული ომი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში განაცხადა.

როგორც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, „ოცნებამ“ ქვეყანას მოუტანა უამრავი ხელშესახები პროგრესი.


„2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა გადაარჩინა! მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ის ბოროტი ხალხი, ვისგანაც ქვეყანა დაღუპვას გადაარჩინა, საუბედუროდ ჯერ კიდევ პოლიტიკაში რჩებიან და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და დაუნდობელ რევანშს, ამიტომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ მტკიცედ ისე როგორც ეს გავაკეთეთ 1-ელ ოქტომბერს და ქვეყანა კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ!


26 ოქტომბერს ხალხმა უნდა აირჩიოს ომი ან მშვიდობა! თუ ავირჩევთ „ქართულ ოცნებას“ გვექნება გარანტირებული მშვიდობა! და გვექნება ყველა ის სიკეთე რაც მოაქვს მშვიდობას და თავისუფლებას, კეთილდღეობა, ღირსეული ევროპული მომავალი.


ხოლო თუ ავირჩევთ ამ ომის პარტიას, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ სატელიტებს და კოალიციებს, აგენტურას და ენჯეოებს, გვექნება გარანტირებული ომი! გვექნება ქაოსი, ნგრევა, უბედურება და უპერსპექტივობა! მაგრამ ჩვენი ხალხი ბრძენია მეგობრებო და 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.