გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ოქტომბერში იქნება ჩვენი სრული 4-წლიანი გეგმა წარდგენილი საზოგადოების წინაშე, მათ შორის, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი სამომავლო გეგმები

8-09-2024

„პირველ ოქტომბერს ჩვენ წარვადგენთ დეტალურ პროგრამას, რომელიც მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი კონკრეტული დაპირებები, რომლებიც შეეხება თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას.


„ოქტომბერში იქნება ჩვენი სრული 4-წლიანი გეგმა წარდგენილი საზოგადოების წინაშე, მათ შორის, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი სამომავლო გეგმები“, - განაცხადა პრემიერმა.