8-09-2024
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას - ვინც სვამს ტოლობის ნიშანს ავტორიტარიზმსა და ევროპას შორის, ადამიანების მკვლელობასა და ევროპას შორის, ადამიანების წამებასა და ევროპას შორის, პატიმრებით გადავსებულ ციხეებსა და ევროპას შორის, ბიზნესის რეკეტსა და ევროპას შორის, ტელევიზიების მიტაცებასა და ევროპას შორის, ომსა და ევროპას შორის, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და ევროპას შორის, მას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებთან,“- განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„რადიკალური ოპოზიცია და მისი მფარველები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას პარტიების სახით. მათი თქმით, საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ევროპული მომავალი, თუ ქვეყანაში დაბრუნდება ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობა და წამება, პატიმრებით გადავსებული ციხეები, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება.
მათი თქმით, საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ევროპული მომავალი, თუ ქვეყანაში ომი და ნგრევა დაბრუნდება. ამ ადამიანებს ერთადერთ მიზნად აქვთ დასახული, შეასრულონ გარედან მიღებული დავალება, არიონ ქვეყანა, საქართველო მეორე ფრონტად აქციონ და ხალხი ბნელ წარსულში დააბრუნონ. ამას ქართული საზოგადოება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს! 26 ოქტომბერს ომისა და არეულობის პარტიას ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს! 26 ოქტომბერს მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა გაიმარჯვებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.