26-10-2018
ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ ფესტივალში „თანატოლები თანსწორობისთვის“. კომპანიის ინფორმაციით, ფესტივალი ზუგდიდის სკეიტ პარკში ჩატარდა და მასში ფოთის სკოლების მოსწავლეებიც ჩაერთნენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ცოცხალი ბიბლიოთეკა, გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და ყვავილების გამოფენა, სხვადსხვა სპორტული აქტივობა, კაცების კულინარიული შეჯიბრი, კონცერტი, DJ და ლაზერ შოუ. ფოთელმა მოსწავლეებმა კი, ფლეშმობი მოაწყვეს.
ფესტივალი ასოციაცია ,,ათინათისა“ და გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის მთავარი მიზანი გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობა და მათთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.
ფესტივალის მხარდამჭერი იყო ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთი“.