გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს ადიგენში მართავს

11-09-2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადიგენის დელეგატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფარეხას, აბასთუმნის, საღრძეს, ვარხანის, ხარჯამის, წახანის, წახანწყაროს და ქიქინეთის მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ინფორმაცია მიაწოდეს სამომავლო გეგმებთან, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით. ანტონ ობოლაშვილმა ხაზი გაუსვა არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას.


„მშვიდობას დღეს განსაკუთრებით სჭირდება დაცვა, ისევე, როგორც დამოუკიდებლობას, ჩვენი სწორი არჩევანით შევძლებთ ჩვენს ქვეყანას მოვუტანოთ სიმშვიდე და სტაბილური განვითარება. 26 ოქტომბერს არჩევანს ვაკეთებთ, ფსევდოლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის“,- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი. მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.