« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
13-09-2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორ - პაპუნა მარგველიძესთან ერთად სოფელ ჩიხარეშის მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრეს ქვეყანაში და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ასევე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.
„მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და მათთან აქტიური კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ გუნდის უცვლელი პრიორიტეტია“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, რეგიონის კოორდინატორი - ქრისტინე კობახიძე და „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი-გიორგი გაზდელიანი.