გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერ-მინისტრი მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

13-09-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ მსახიობს მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა მაყურებლის სიყვარული და აღიარება მოუტანა.


„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო. გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ მსახიობს მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა მაყურებლის სიყვარული და აღიარება მოუტანა. ზურას სახით ქართულმა თეატრმა მაღალი რანგის პროფესიონალი, ახლობლებმა - გულისხმიერი მეგობარი, ჩვენმა ქვეყანამ კი - განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანი დაკარგა. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ზურა ბერიკაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.