გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გურამ მაჭარაშვილი: ქართველ ხალხს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია - ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი

17-09-2024

„საქართველოს პრეზიდენტს არაფერი ესაქმება პოლიტიკურ პროცესებში, მით უფრო ოპოზიციურ პარტიულ პროცესებში და მით უფრო საკუთარ ადმინისტრაციაში, როცა იწვევს ორ პოლიტიკურ პარტიას ოპოზიციიდან,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.


მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, მას შემდეგ რაც გახარიასა და ხაზარაძის პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა, მორიგ ჯერზე დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.


„ზურაბიშვილი, გახარია, ხაზარაძე ესენი ყველანი არიან მარიონეტები უცხოური ძალის ხელში. საქართველოს პრეზიდენტს არაფერი ესაქმება პოლიტიკურ პროცესებში, მით უფრო ოპოზიციურ პარტიულ პროცესებში და მით უფრო საკუთარ ადმინისტრაციაში, როცა იწვევს ორ პოლიტიკურ პარტიას ოპოზიციიდან. წარმოიდგინეთ, რა დონეზე მივიდნენ - კონსტიტუციას არღვევს პრეზიდენტი, რომელიც ზოგადად ზეპარტიულია. ესენი, ყველა [ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია], უცხოური ძალის მარიონეტები არიან. როგორც ჩანს, უცხო ძალამ გახარიას და ხაზარაძეს გაერთიანება ვერ შეძლო და ახლა, სალომე ზურაბიშვილის სახით ცდილობენ მათი გაერთიანების დალაგებას. ქართველ ხალხს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია - ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, ყველა დანარჩენი, ხაზარაძე იქნება, „ახალი“ თუ სხვა - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“, ამას თავადვე აღიარებენ. მითხარით, რა შეიძლება იყოს ძირითადი გენერალური განმასხვავებელი ხაზი ამ პარტიებს შორის? „ახალი“, ძველი „ნაცმოძრაობა“, ხაზარაძე, გახარია - მითხარით, რომელიმე თუ უჭერს მხარს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს? თუ თქვა რომელიმემ, რომ მთავარია იდენტობა? თუ უჭერს რომელიმე მხარს კონსტიტუციაში ეროვნული იდენტობის ჩაწერას? ეს არის თავიდან ბოლომდე დადგმული სპექტაკლი „ნაცმოძრაობისთვის“.


მთავარია ქართველი ხალხი, რომელსაც ვიმეორებ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია - ის მხარს უჭერს ქართულ ეროვნულ ხელისუფლებას,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.