გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

17-09-2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ისაკაძის N12-ის, პეკინის N33ა და N35-ის მცხოვრებლებს შეხვდა.


შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების“ ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დელეგატმა მოისმინა მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილა ყურადღება.


„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა პეკინისა და ისაკაძის ქუჩის მცხოვრებლებთან. ვისაუბრეთ მათ ადგილობრივ საჭიროებებზე, დავსახეთ გეგმები თუ როგორ გადავჭრათ ისინი, ასევე, ვისაუბრეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის შევინარჩუნოთ მშვიდობა.მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით შევიდეთ ევროპაში,“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.


პეკინზე შეხვედრას ასევე ესწრებოდა გიგა ოჩხიკიძე, რომელმაც 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა.