გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია მოსახლეობას შეხვდა

18-09-2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის მრავალბინიანი სახლის მცხოვრებლებს შეხვდა.


დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებზე და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.


„მინდა მოვიდე თითოეულ თქვენგანთან და მოვისმინო საჭიროებები და ხედვები, ჩვენი ქალაქის განვითარების შესახებ. მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია და ყოველი ინიციატივის გათვალისწინება აუცილებელია, რადგან სწორედ ქობულეთის მკვიდრებთან ერთად ვაპირებ ბევრი სასიკეთო პროექტის განხორციელებას, ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის.დიდი მადლობა გულთბილი დახვედრისთვის. მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ქობულეთი არჩევანს გააკეთებს ნამდვილი ევროპული ღირებულებებისა და ქვეყნის მშვიდობის, ღირსებისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ,“- განაცხადა გია ჭყონიამ.