გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან

18-09-2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფლების: სორისა და ღარის მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ერთობლივად განიხილეს მათი დროულად და ეფექტურად მოგვარების გზები. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორში მოსახლეობასთან შეხვედრებზე ისაუბრეს ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ ონის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველაძე, რეგიონის კოორდინატორი ქრისტინე კობახიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.