24-09-2024
Flitt-ი თიბისი ჯგუფის წევრი ფინტექ კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს ონლაინგადახდების საერთაშორისო პლატფორმას სთავაზობს. მოქნილი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, ის გადახდების მართვის მარტივ და უსაფრთხო სერვისს უზრუნველყოფს. Flitt-ი გამოირჩევა გადახდების მიღების მრავალფეროვანი მეთოდებით, რომლებიც ერთ პლატფორმაზეა გაერთიანებული. ბიზნესებს სასურველი გადახდების მეთოდების ინტეგრაცია ცალ-ცალკე აღარ სჭირდებათ - ერთი გამარტივებული ინტეგრაციით, ავტომატურად აქვთ წვდომა პლატფორმაზე არსებულ გადახდის ყველა მეთოდზე.
მიუხედავად იმისა, რომ თიბისის ონლაინგადახდების სერვისი დღემდე მნიშვნელოვან წილს ფლობს ბაზარზე, ელკომერციის განვითარების ტემპიდან გამომდინარე, გუნდმა მისი დამოუკიდებლად განვითარების საჭიროება დაინახა და ონლაინგადახდების პლატფორმა შეიძინა. უპირატესობაა ისიც, რომ ადგილობრივ გუნდს მაღალკვალიფიციური საერთაშორისო სპეციალისტები შემოუერთდა.
პლატფორმას საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების შვიდწლიანი გამოცდილება აქვს. Flitt-ი ფლობს ისეთი მნიშვნელოვან პროდუქტებსა და ფუნქციონალს, რაც აქამდე, ბიზნესებისთვის რთულად ან საერთოდ არ იყო ხელმისაწვდომი.
• მერჩანტებს სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინგადახდების მენეჯმენტი პლატფორმის ერთი ინტეგრაციით შეუძლიათ, რაც მათ სტრატეგიული ბაზრების ათვისებას უმარტივებს.
• ასევე ერთი მარტივი ინტეგრაციით ხდება გადახდების თანამედროვე მეთოდების გააქტიურება: Apple Pay, Google Pay, ბარათის მონაცემებით გადახდა და სხვა.
• მერჩანტს შეუძლია გადახდის გვერდი საკუთარ ვებგვერდზე თავისივე დიზაინით ჩააშენოს, ან გადამისამართების საშუალებით გამოიყენოს Flitt-ის გადახდის გვერდი.
• ინტეგრაციის რთული პროცესის გასამარტივებლად, დეველოპერებს სთავაზობს მარტივად ინტეგრირებად API-ს და მზა SDK ნაკრებებს, ასევე ინტეგრაციის ინსტრუქციის ონლაინპორტალს და 24/7-ზე ონლაინ ტექნიკურ მხარდაჭერას.
• ბიზნესებს თავად შეუძლიათ გადახდებისა და ანგარიშსწორების პროცესის ციფრულად მართვა, დეტალურ რეპორტებზე წვდომის მიღება და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას.
• Flitt-ი უზრუნველყოფს გარანტირებულ უსაფრთხოებას PCI DSS პირველი ხარისხის სტანდარტით, რაც გულისხმობს იმის, რომ მომხმარებელთა სენსიტიური ინფორმაცია მაქსიმალურად დაცულია;
• ონლაინგადახდები შემოწმებას Anti-Fraud-ის შიდა სისტემაში გადიან, რაც ბიზნესს თაღლითური ტრანზაქციების რისკებს უმცირებს. სისტემის გამართული მუშაობა კი უზრუნველყოფს გადახდების უწყვეტობას, ზრდის Сonversion Rate-ს და ამცირებს ოპერაციულ ხარვეზებს;
• Flitt-ი ინტეგრირებულია პოპულარულ და მოქნილ ონლაინ პლატფორმებთან: Shopify, WIX, WooCommerce, CS cart და ა.შ.
აღნიშნული ფუნქციონალები Flitt-ს აძლევს შესაძლებლობას იყოს ონლაინგადახდების ლიდერი პლატფორმა რეგიონში. პირველ ეტაპზე Flitt-ის სერვისებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მიღებული გადახდების მართვა საქართველოს, უზბეკეთის, მოლდოვასა და სომხეთის ბაზრებზე რეგისტრირებულ ბიზნესებს შეუძლიათ, მომავალში კი მისი არეალის გაფართოება იგეგმება.