გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: გაეროს გენერალური ასამბლეა აერთიანებს მსოფლიო ლიდერებს, რათა განხილული იყოს და მოგვარდეს ჩვენს წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები

25-09-2024

მქონდა პატივი, დავსწრებოდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას, ეს უნიკალური პლატფორმა აერთიანებს მსოფლიო ლიდერებს, რათა განხილული იყოს და მოგვარდეს ჩვენს წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.


მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს თანამშრომლობის მნიშვნელობას მშვიდობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში.


„თანამშრომლობით ხდება მშვიდობის, მდგრადი განვითარების და ადამიანის ღირსების ხელშეწყობა ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იქნება ისეთი მომავლის შექმნისთვის, რომელიც ყველასათვის უზრუნველყოფს თანასწორობას, თანამშრომლობას და პროგრესს", - აცხადებს პრემიერი.