გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა

25-09-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა.


გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.


საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს ნაყოფიერ თანამშრომლობას და ორგანიზაციის მნიშვნელოვან წვლილს რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.


ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მიმართულებით, ასევე მოქმედი საერთაშორისო მექანიზმების ეფექტურობის გაუმჯობესების მნიშვნელობას.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით. ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას მათთან გამკლავების პროცესში და აღინიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია.