გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მებაჟე ოფიცრებმა სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

25-09-2024

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრების მიერ ეჭვის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 326,55 გრამი) გამოვლინდა.


შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, ჯამში 41 998,35 ლარი შეადგინა.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.