გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ტრამპი პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ს უკრაინის ომიდან გაიყვანს

25-09-2024

„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ აშშ უკრაინის ომშია „ჩარჩენილი“ და მხოლოდ მისი გამარჯვება მისცემს საშუალებას, იქიდან „გამოვიდეს“. ამის შესახებ ტრამპმა ატლანტაში გამართულ მიტინგზე განაცხადა.


ექსპრეზიდენტმა კვლავ პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში, „უკრაინის ომს მოაგვარებს“ და „ახლო აღმოსავლეთში ქაოსს დაასრულებს“, რადგან მსოფლიო „ძალიან ახლოს არის მესამე მსოფლიო ომთან“.


„ბაიდენმა და კამალამ უკრაინის ომში შეგვიყვანეს, ახლა კი იქიდან ვერ გამოვყავართ. მათ ეს არ შეუძლიათ. მათ ვაკვირდებოდი: „ჩვენ გამოვალთ, გამოვალთ, გამოვალთ“ - ის [ჯო ბაიდენი] უკვე სამი წელია, ამას ამბობს“, - დასძინა ტრამპმა.


დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ უწოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარი“, რომელსაც აშშ-ში ყოველი მოგზაურობის შემდეგ ქვეყნიდან 100 მილიარდი დოლარი გააქვს.


„მაგრამ ჩვენ ჩარჩენილი ვიქნებით ამ ომში, ვიდრე მე არ ამირჩევენ პრეზიდენტად. მე ამას გავაკეთებ, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, აქედან გამოვალ. ჩვენ უნდა გავიდეთ [ამ ომიდან]“, - აღნიშნა მან.


ამასთან, ტრამპმა განიხილა ომში რუსეთის გამარჯვების სცენარი და აღნიშნა: „მათ დაამარცხეს ჰიტლერი, ნაპოლეონი. ამას აკეთებენ ისინი. ისინი იბრძვიან და ეს არ არის სასიამოვნო“.


ამის შემდეგ ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას „თითქმის 300 მილიარდი დოლარი“ მისცა, ხოლო ევროპამ „ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი“. მან ბაიდენი დაადანაშაულა იმაში, რომ არც კი ცდილობდა სიტუაციის შეცვლას.


„თქვენ ფიქრობთ, რომ ბაიდენს ღამე არ სძინავს და ფიქრობს იმაზე, თუ როგორ აიძულოს ევროპას გადახდა? არა, მას სძინავს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.