გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დღეს ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღეა

25-09-2024

25 სექტემბერი ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღეა.
კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლები, თანამებრძოლები, ყოფილი გვარდიელები და თანასოფლელები მის მშობლიურ სოფელ ზემო ხანდაკში მისივე სახელობის სკვერში შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა ტარიელ შარიფაშვილის ქალიშვილი თამარ შარიფაშვილი.
გმირის საბრძოლო ეპიზოდები გაიხსენა თანამებრძოლმა, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა.
ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალებიდან 31 წელი გავიდა, ის 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას აფხაზეთში გმირულად დაიღუპა.