გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან ნიკოლეიშვილი გაეროში პრემიერის სიტყვით გამოსვლაზე: დღეს სახელმწიფოს მართავს ის ხალხი, რომელსაც იაფფასიანი ფეხის დადებებით, უკნიდან მიპარვებით, ყადაღა-სანქციებით ვერ შეაშინებ, რაც არაერთხელ დაამტკიცეს

26-09-2024

„კიდევ კარგი, რომ დღეს სახელმწიფოს მართავს ის ხალხი, რომელსაც ასეთი იაფფასიანი ფეხის დადებებით, უკნიდან მიპარვებით, ყადაღა-სანქციებით ვერ შეაშინებ, რაც არაერთხელ დაამტკიცეს, გზა კი, რომელიც მათ აირჩიეს იოლად გასავლელი არ არის, ეს არის გზა, რომელიც სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს ემსახურება, რაც უდავოდ საამაყოა, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, "არასდროს აგვირჩევია მარტივი გზა - ყოველთვის ვანიჭებთ პრიორიტეტს ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს. შედეგად, ვიბრუნებთ ჩვენი ერის სიამაყეს და ღირსებას, რომელიც 3000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანამ დაიმსახურა".


ნიკოლეიშვილის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმება უხარია რადიკალებს, მაგრამ მთავარს არ უკვირდებიან, რომ ეს საქართველოს მიაყენეს ასეთი დაბალი დონის შეურაცხყოფა და ხვალ კიდევ უარეს იკადრებენ თუ ფეხქვეშ გაუწვები.


„ელისაშვილი რომ მუხანათურად მიეპარა მამუკა მდინარაძეს, ყველამ ვისაც ოდნავ ღირსება გააჩნია, არ მოიწონა მისი მზაკვრობა, თუმცა ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებიც სიხარულით გულზე ხელებს იპარტყუნებდნენ. ირაკლი კობახიძის ჯერ სადილზე თუ ვახშამზე მიწვევა და მერე ამ მიწვევის გაუქმება, ძალიან ჰგავს სიმდაბლით, შემდგომი მზაკვრულების გათვლით ელისაშვილის სიმდაბლისა და უღირსობის გამოვლინებას. ოღონდ პირველ შემთხვევაში შემსრულებელი ალეკო ელისაშვილი გახლდათ, მეორე შემთხვევაში კი აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მუხანათობა-მზაკვრობის მომფიქრებელი ერთი და იგივე ბოროტი თავი მგონია მაინც.


ისე, ერთ რამესაც თუ დაუკვირდებით ცუდი არ იქნება, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას თუ ასე ექცევიან, თავის მიერ ძალით სკამზე დასკუპებულ მონა-მორჩილებს რას უზამენ, ალბათ სადილზე არც მიიწვევენ, ან თუ მიიწვევენ სადილის მერე ან საპირფარეშოს გასაწმენდად, უკეთეს შემთხვევაში კი ჭურჭლის გასარეცხად გაამწესებენ.


აი, კობახიძეს მოსაწვევი გაუქმეს, აი, თითი დაუქნიეს და ათასგვარად უხარია რადიკალებს, მაგრამ მთავარს არ უკვირდებიან, რომ ეს შენ ქვეყანას მიაყენეს ასეთი დაბალი დონის შეურაცხყოფა, ხვალ კიდევ უარეს იკადრებენ შენ თუ ფეხქვეშ გაუწვები. კიდევ კარგი, რომ დღეს სახელმწიფოს მმართავს ის ხალხი, რომელსაც ასეთი იაფფასიანი ფეხის დადებებით, უკნიდან მიპარვებით, ყადაღა-სანქციებით ვერ შეაშინებ, რაც არაერთხელ დაამტკიცეს, გზა კი, რომელიც მათ აირჩიეს იოლად გასავლელი არ არის, ეს არის გზა, რომელიც სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს ემსახურება, რაც უდავოდ საამაყოა“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.