გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგია რაჭაში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

26-09-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც  ადგილობრივ მევენახეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობისპროცესს გაეცნო.


„რაჭაშირთველი უკვე აქტიურად მიმდინარეობს. დაახლოებით 2000 ტონამდე მოსავალს ველოდებით. დღეის მდგომარეობით 500 ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია. მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი მოსავალი გვაქვს. რა თქმა უნდა, შტაბი აქტიურად არის ჩართული პროცესში. ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებას, რათა მევენახეებმა შეძლონ დროულად ჩააბარონ, დააბინაონ მათი მოსავალი და გაზრდილი შემოსავალიმიიღონ. აღსანიშნავია, რომ წელსპირველად ყურძნის მინიმალური ფასი 8 ლარია. სწორედ ამ ფასში შეუძლიათ მევენახეებს ყურძნის ჩაბარება და აქედან 4 ლარი სახელმწიფო სუბსიდიაა“, -  განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.


26 სექტემბრის მდგომარეობით, რაჭაში გადამუშავებულია 500 ტონამდე ყურძენი, მოსავლის გადამუშავების პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 27 კომპანია. ყურძენს საწარმოები 17 ლოკაციაზე იბარებენ.


ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელ ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.


რთველი ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.


მინისტრიოთარ შამუგია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იწაში მევენახე კახაბერ გეწაძის ოჯახსაც ესტუმრა და რთველში მიიღო მონაწილეობა.

კახაბერ გეწაძეს 1 ჰა ფართობზე გაშენებული აქვს მუჯურეთულის და ალექსანდროულის  ჯიშის ყურძენი. მევენახე 4 ტონამდე მოსავლის დიდ ნაწილს  ღვინის კომპანიას ჩააბარებს.


რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის, მოსავლის სრულად და დროულად დაბინავებისა და ყურძნის ხარისხის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.


სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის  4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.


რთველში, მინისტრთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ადგილობრივი ხელისუფლების და სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.