გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი გამსახურდია: წალენჯიხაში ვიყავი და გული ჩამწყდა - განადგურებული გზები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, ეს არის ცხადყოფილი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც საკუთარ ხალხს

27-09-2024

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წალენჯიხაში არსებულ ვითარებაზე წერს.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, გაპარტახებული, განადგურებული გზები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, მოშლილი თვითმმართველობა არის ცხადყოფილი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც, საკუთარ ხალხს და მოსახლეობას.


მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის ნაციონალური მოძრაობის, გახარიას და ლელოს მმართველობაში მოშვების შედეგი.


„ენა არ მომიბრუნდება არასდროს, რომ საკუთარ სამშობლოზე და საკუთარ კუთხეზე ნიშნის მოგებით ვილაპარაკო, უბრალოდ დღეს წალენჯიხაში ვიყავი და გული ჩამწყდა რასაც ჰქვია... იავარქმნილი და გაპარტახებული, განადგურებული გზები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, მოშლილი ბოლომდე თვითმმართველობა და ა.შ.


ეს არის ცხადყოფილი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც, საკუთარ ხალხს და მოსახლეობას. აღარაფერს ვიტყვი მათ არარსებულ მერზე, რომელიც ალბათ რამდენიმე საათიც არ ყოფილა სამსახურში და სამუშაო პროცესში. რაღაცნაირად, ადამიანურად მეცოდება, ადამიანი ავად არის და შველა ჭირდება, ამ მანქურთებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ, სიაშიც კი არ ჩასვა არცერთმა და აბალახებენ რაღაც სამომავლო დაპირებებით, რომელიც თავისთავად, როგორც მათი ყველა დაპირება ფარსი და ტყუილია. ეს არის ბატონებო, „ნაციონალური მოძრაობის“, გახარიას და ლელოს მმართველობაში მოშვების შედეგი. აუცილებლად ავლაგმავთ ამ სარანჩას ქართული პოლიტიკიდან!”- წერს გამსახურდია.