გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბორჯომში, კულტურის სახლში, მიწისძვრის შედეგად კედლიდან კაფელი ჩამოიყარა

28-10-2018

ბორჯომში, კულტურის სახლში, სადაც ორი საარჩევნო უბანია განთავსებული, მიწისძვრის შედეგად კედლიდან კაფელი ჩამოცვივდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

კაფელი კედლიდან კულტურის სახლის ფოიეში ჩამოცვივდა. ამომრჩევლებმა სწორედ ეს ადგილი უნდა გაიარონ N7 და N27 საარჩევნო უბნებამდე მისასვლელად.

 

„რამდენიმე წამი ზანზარი იყო, ფილა რომ დაიმსხვრა ხალხს შეეშინდა, თუმცა საარჩევნო პროცესს ხელი არ შეშლია“, – N7 საარჩევნო უბანზე „ქართლი ოცნების“ წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.

 

საუბნო კომისიების წევრების თქმით, უბნები არავის დაუტოვებია. ორივე უბანზე, ამ დრომდე საარჩევნო პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.

 

„აქ კედელზე ბზარი ადრეც იყო, ახლა უფრო გადიდდა. არადა ეს შენობა ახლახანს გაარემონტეს“, – გვითხრეს საუბნო კომისიების წევრებმა.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ კულტურის სახლში კედლების დაზიანების შესახებ „სამხრეთის კარიბჭისგან“ გაიგო. როგორც უწყებაში გვითხრეს, შენობას რეაბილიტაცია 2017 წელს ჩაუტარდა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 28 ოქტომბერს, 13:03 საათზე მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი, ბორჯომიდან სამ კილომეტრში სოფელ ვარდგინეთში იყო.


sknews.ge