გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგია: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ნარჩენების სწორი მართვა

2-10-2024

კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ წარმომადგენლების მიერ კასპის ცემენტის ქარხანაში ალტერნატიულ საწვავად ნარჩენი საბურავების გამოყენების პროექტის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან ერთად დაესწრო.


როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის პროექტების განხორციელება.


„მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ნარჩენების სწორი მართვა, სეპარირება, შეგროვება და შემდეგ გადამუშავება, რესურსად გამოყენება, რაც ხელს უწყობს ცირკულარული, მწვანე ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ; შევიმუშავეთ პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები - ნარჩენების მართვის კოდექსი; ასევე, დავნერგეთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შემცირდეს ნარჩენებით გარემოს დაბინძურება და, მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას და დამატებითი ღირებულების შექმნას. დღევანდელი პროექტი მგვ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჩანაცვლდება ძვირადღირებული, მეტწილად იმპორტირებული საწვავი - ქვანახშირი; ნარჩენების გარემოში მოხვედრის პრევენციასთან ერთად, შემცირდება ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფრქვევები.