გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა თსუ-ში

7-10-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც თსუ-ში „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე“ ისწავლიან.


პროგრამა ითვალისწინებს ქართული ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას და კომპეტენციების ამაღლებას დარგობრივ (არჩევით) საგნებში „ეროვნული სასწავლო გეგმის“ შესაბამისად.


„ამ პროექტს ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება უნივერსიტეტის მხრიდან. ჩვენი ქვეყნის გაერთიანება თქვენმა თაობამ უნდა შეძლოს. ამ საქმეში თქვენ ძალიან დიდი როლი გაქვთ, თქვენ ჩვენი ქვეყნის დესპანები ხართ, ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, რომ ერასმუს პლუსის პროექტის ფარგლებში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებშიც ისწავლოთ ერთი სემესტრი,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


"სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში დამტკიცდა. ამჟამად პროგრამაზე ჩარიცხულია 14 ბენეფიციარი.


პროგრამა განკუთვნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ პირებისთვის, რომელთაც სრული ზოგადი განათლება რუსულ ენაზე აქვთ მიღებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


პროგრამით გათვალისწინებული სწავლა-სწავლების საფეხურზე ბენეფიციარი შეიძენს მყარ, ფუნქციებად გადანაწილებულ ცოდნას და მოამზადებს მას უმაღლესი განათლების საფეხურისათვის.


„სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამას“ უხელმძღვანელებს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი ინგა

სანიკიძე, ხოლო კოორდინაციას გაუწევს თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების უფროსი შოთა კეჟერაშვილი.
პროგრამის მიზანია, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღების უფლების რეალიზაციას და მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღებას.