9-10-2024
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 1 ივლისს მეცამეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თორთმეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 235 სტარტაპი დაფინანსდა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 1 ივლისს მეცამეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თორთმეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 235 სტარტაპი დაფინანსდა.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს 1 ივლისიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასება განახორციელეს კონტრაქტორმა ექსპერტებმა. კონკურსით შერჩეული საუკეთესო 150 სტარტაპი გადამზადდა ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით. შემდგომი საფეხური მოიცავდა პორტალზე აპლიკაციის სრულყოფილ შევსებას. განაცხადების შეფასება განახორციელეს საერთაშორისო ექსპერტებმა, როგორც ბიზნეს გეგმის შეფასებით, ასევე გასაუბრებით, რომლის შედეგად გამოვლინდა 50 ფინალისტი.
დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის, საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად, სპეციალურად ამ პროგრამისთვის, ევროპული Baltic Innovation Agency - ის მენტორები მოამზადებენ:
• ფრენკ ჰანიგანი - ბიზნეს მრჩეველი, მენტორი და მეწარმე, აქვს 21 წელზე მეტი გამოცდილება გლობალური ბიზნესის დაფუძნებასა და მართვაში.
• არტა ბეიტანე - სენიორ პარტნიორი Buildit-ში, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი Hardware სტარტაპების მხარდაჭერას ახორციელებს. აქვს ბალტიის ქვეყნებში მენეჯმენტის კონსულტაციების მდიდარი გამოცდილება.
• ვიესტურს სოსარსი - სერიული მეწარმე, არის არაერთი სტარტაპის თანადამფუძნებელი. აქვს სტარტაპებში ინვესტირების მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ანგელოზი ინვესტორის სახით, ასევე აქვს საინვესტიციო ფონდის მართვის გამოცდილება.
• ტიმურ დაუდპოტა - სტარტაპების მენტორი და მრჩეველი, გლობალური აქსელერატორების მართვის მრავალწლიანი გამოცდილებით (მათ შორის 500 Global)
• ალექს მირჯა დასკალუ - Founder Insitute-ის (https://fi.co/) ყველაზე ხანგრძლივვადიანი დირექტორი ევროპაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის განყოფილებას მართავს. ინოვაციური სტარტაპების მენტორი, ბიზნეს მრჩეველი და ფაუნდერი.
გამარჯვებულები 2024 წლის 19 ოქტომბერს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.