გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეჭვი მქონდა, რომ ასეთი მასშტაბის ზეწოლას ვერ გაუძლებდნენ, თუმცა, გაუძლეს - სუვერენულმა ქართულმა სახელმწიფომ კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა ჩააბარა

9-10-2024

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გასაჩივრებული ნორმები საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდეს.


ექსპერტის განცხადებით, სასამართლოს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა კანონის შესაჩერებლად, თუმცა, იგი ეჭვობდა, რომ შიდა და გარე ზეწოლას მოსამართლეები ვერ გაუძლებდნენ.


„კაცმა რომ თქვას, რა სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რომ შეეჩერებინა?! არავითარი ! უნდა ვაღიარო, გულის სიღრმეში ეჭვი მქონდა, რომ ასეთი მასშტაბის ზეწოლას შიგნიდან თუ გარედან ვერ გაუძლებდნენ. თუმცა, გაუძლეს. ამჯერად მიხარია, რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდა. სუვერენულმა ქართულმა სახელმწიფომ, როგორც ასეთმა, კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა ჩააბარა“, - წერს ანჯაფარიძე.