გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

10-10-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევი 2000 წელს დაბადებული რ.ა., 2002 წელს დაბადებული ფ.ბ., და 2001 წელს დაბადებული მ.ე.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტის დავალებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ, რ.ა.-მ ერთ-ერთი დაზარალებულის სახლის ეზოში ავტომანქანის განადგურების მიზნით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, კიდევ ერთი მოქალაქის ეზოში კი ბრალდებულებმა მუქარის შემცველი წერილი და 3 ვაზნა გადააგდეს.


სამართალდამცველებმა სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.


მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25 - 181-ე და 19- 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.