კვირა, აპრილი 06, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ხონში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში" ახალი სამედიცინო კორპუსი გაიხსნა

30-10-2018

ხონში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“, ევროპული სტანდარტებით აშენებული 100 პაციენტზე გათვლილი ახალი სამედიცინო კორპუსი გაიხსნა.


კორპუსის მშენებლობაზე 2 მლნ ლარი დაიხარჯა. ახალი ევრო სტანდარტების შენობა ოთხი ფლიგელისგან შედგება.


„ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი“ ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც არანებაყოფლობით და იძულებით ფსიქიატრიულ – სტაციონარულ დახმარებას უწევს ისეთი ტიპის პაციენტებს, რომლებმაც გაიარეს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრში მოთავსებული არიან მკურნალობის კურსის გასავლელად.


ასევე, დაწესებულება ემსახურება პენიტენციალური სისტემის სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებიდან გადმოყვანილ მსჯავრდებულ პაციენტებს, არანებაყოფლობითი–სტაციონარული–ფსიქიატრიულიდახმარების მკურნალობის კუთხით.


1tv.ge