გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციიდან თუ გარე ძალებიდან, ვერავინ შეძლო „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის კრიტიკა რაიმე მიმართულებით, იმიტომ, რომ არ არსებობს სფერო, სადაც ჩვენს ქვეყანას არ აქვს ხელშესახები პროგრესი

11-10-2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე, მიღწეულ შედეგებსა და მომდევნო ოთხი წლის გეგმებზე ისაუბრა.


როგორც მან აღნიშნა, ვერავინ შეძლო ოპოზიციიდან ან გარე ძალებიდან, გაეკრიტიკებინა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი პროგრამა, ვინაიდან ხელშესახები პროგრესი ყველა სფეროში ნათელია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, წარუდგინა საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა. ვერავინ, ვერც ერთმა ადამიანმა ოპოზიციიდან თუ გარე ძალებიდან, ვერ შეძლო ამ პროგრამის კრიტიკა რაიმე მიმართულებით, იმიტომ, რომ არ არსებობს სფერო, დარგი, სადაც ჩვენს ქვეყანას არ აქვს ხელშესახები პროგრესი და მომდევნო ოთხი წლის გეგმები კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რაც არა მხოლოდ მშვიდობას, ჩვენი იდენტობის, ტრადიციების, კულტურის დაცვას, არამედ ჩვენი მოქალაქეების უკეთესი და ღირსეული ცხოვრების პირობებს ეხება.


ჩვენ უკვე ყველამ ზუსტად ვიცით, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა წლევანდელი 90 მილიარდიდან 130 მილიარდზე მეტი იქნება. ბიუჯეტი წლევანდელი 27,8-დან იქნება 40 მილიარდზე მეტი. საშუალო ხელფასი ამ ქვეყანაში მომდევნო წლებში იქნება 3500 ლარი. პენსია მომდევნო წლის, იცით ხომ დიფერენციაცია? 350, 450 მთიან, აქ ძალიან აქტუალურია ეს საკითხი 420 და 520 – 70 წლის ასაკის პენსიონერებს, აქედან დაწყებული, გაიზრდება ყოველწლიურად ჩვენ მიერ მიღებული კანონის შესაბამისად გარანტირებულად. ხოლო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამით ზომავენ ხოლმე ქვეყნების ეკონომიკას, განვითარების დონეს და როგორ აისახება თითოეულ მოქალაქეზე - უმუშევრობა და სიღარიბე, ჩამოცდება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. და იმის მაგივრად, რომ ვინმე ამ თემაში შემოსულიყო, ან კრიტიკა მოეხერხებინა, გუშინ, ევროპარლამენტის სახელით, მეოთხე, უკვე გაცვეთილ-გაუფასურებული რეზოლუციით გვითხრეს, რომ ჩვენ ეკონომიკა წინ კი არ უნდა წავიყვანოთ თურმე, არამედ, უნდა ჩამოვაქციოთ - უნდა დავუწესოთ რუსეთს სანქციები, რაც დააზიანებს რუსეთს მაქსიმუმ 0.3 %-ით, ხოლო, საქართველოს ეკონომიკას, მინიმუმ 12%-ით, რაც ორჯერ უარესია, რაც პანდემიის პერიოდში. ესე იგი, ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ კი არ უნდა იზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ, უნდა ჩამოაქციოთ თქვენი ეკონომიკა. მესამე წელია, მეგობრებო, წვალობენ და როგორც იქნა, სათქმელი პირდაპირ თქვეს. ხომ გახსოვთ, როდესაც ამბობდნენ, რომ არა, ჩვენ არ ვითხოვთ სანქციების დაწესებას - სწორედ ეს არის მიზანი და ქართველი ხალხი, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მათ არ აინტერესებთ, არამედ, საქართველოს გამოყენება აინტერესებთ მათი ინტერესებისათვის“, - განუცხადა მდინარაძემ ბათუმში შეკრებილ მოსახლეობას.