გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: შიგნით არიან ერთმანეთში მოშლილები, სათქმელი არ აქვთ არაფერი საზოგადოებისთვის, ასეთ პირობებში, მე ვფიქრობ, ის 20%-იც ზედმეტია, რაც რადიკალური ოპოზიციის ძირითად ნაწილს აქვს დაგროვილი

11-10-2024

შიგნით არიან ერთმანეთში მოშლილები, სათქმელი არ აქვთ არაფერი საზოგადოებისთვის, ასეთ პირობებში, მე ვფიქრობ, ის 20%-იც ზედმეტია, რაც რადიკალური ოპოზიციის ძირითად ნაწილს აქვს დაგროვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს აქვთ შიდა დაპირისპირებები პარტიების შიგნით.

„დღევანდელი მდგომარეობით, არის ორი ოპოზიციური პარტია, რომელსაც აქვს რეალურად ბარიერის გადალახვის შანსი. ის ცალკე ტრაგედიაა, რომ ეს ორი პარტია ერთობლიობაში ამ ეტაპზე აგროვებს 20%-ზე მეტს. იმედი გვაქვს, რომ მათი მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად დაიკლებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენი პოზიციები არის ასეთი ძლიერი, ჩვენ დღეს გვაქვს დაახლოებით 60%-იანი რეიტინგი, არის ის, რომ ოპოზიცია არის უბრალოდ უსუსტესი ჩვენს ქვეყანაში. გარდა ამისა, აქვთ შიდა დაპირისპირებები პარტიების შიგნით. მაგალითად რომ ავიღოთ „ნაცმოძრაობა“, განსაკუთრებით სიის ფორმირებამ გამოიწვია სერიოზული შიდა პრობლემები, ვერ იტანენ ერთმანეთს კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები, ლიდერები და კიდევ უფრო მძიმეა ეს დაპირისპირება „ახალის“, გვარამიას პარტიის ლიდერებს შორის. სულ ოთხი ლიდერი ჰყავთ გვარამიას პარტიაში და ოთხივეს ერთმანეთის მიმართ აქვს ეს უარყოფითი დამოკიდებულება. მაგალითად, ხოშტარიას განაწყენება გამოიწვია იმან, რომ ჯაფარიძე ჩაჯდა სიის ათეულში, მაშინ, როდესაც შეთანხმება ჰქონდათ, რომ 14-ე, 15-ე, 16-ე, 17-ე ნომრად უნდა ყოფილიყვნენ ლიდერები. გვარამია საერთოდ ამოვარდა სიიდან, ეს ცალკე ნონსენსია. არის კოალიციის გამოცხადებული ლიდერი და ის არ შედის პარლამენტში. ანუ, პარლამენტში შესვლასაც კი არ ჰპირდებიან საკუთარ ამომრჩეველს, იქ რა წარმატებას უნდა მიაღწიო. გამომდინარე იქიდან, რომ ჯაფარიძემ მაინც მოინდომა სიის სათავეში ჩახტომა, დღემდე მას ხოშტარია უწოდებს ხამს და სხვა სიტყვებს არ გავიმეორებ, რასაც იყენებს ამ ადამიანის მიმართ. ანუ, შიგნით არიან ერთმანეთში მოშლილები, სათქმელი არ აქვთ არაფერი საზოგადოებისთვის, ასეთ პირობებში, მე ვფიქრობ, ის 20%-იც ზედმეტია, რაც რადიკალური ოპოზიციის ძირითად ნაწილს აქვს დაგროვილი “, - განაცხადა პრემიერმა.