გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი: პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები და რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი

11-10-2024

რატომ უნდა ამ ქვეყნის ეკონომიკის დაქცევა ვიღაცას, ვინც გავლენას ახდენს ევროპარლამენტის რეზოლუციებზე - ეს საკითხი, რა თქმა უნდა, საზოგადოების სამსჯავროზე უნდა გამოვიდეს, ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აქამდე სანქციებთან დაკავშირებით მოთხოვნას დახურულ კარს მიღმა აყენებდნენ, ახლა კი ეს ევროპარლამენტმა საჯაროდ გააჟღერა.


„მე ვერ ვისაუბრებ იმ შეხვედრების შინაარსზე, რომელიც შედგა დახურულ კარს მიღმა ერთი მარტივი მიზეზის გამო. აქაც ვუფრთხილდებით ურთიერთობებს, ველით ურთიერთობების გადატვირთვას, როცა ომი დასრულდება. თუმცა მინდა შეგახსენოთ ის, რაც ხდებოდა საჯარო სივრცეში და ამის გაგრძელებაა, სხვათა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი ევროპარლამენტის რეზოლუციაში. როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, 2022 წლის 24 თებერვალს, მეორე დღიდან ოპოზიცია გამოვიდა ქუჩაში.


ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სადაც ომის დაწყებასთან ერთად გვქონდა ოპოზიციის აქციები ქუჩაში. მათ ჰქონდათ ორი კონკრეტული მოთხოვნა - ერთი, ეს იყო სანქციებთან მიერთება და მეორე იყო უკრაინაში, მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა. პირდაპირი რიტორიკა იყო ომთან დაკავშირებით, შეგახსენებთ ლომჯარიას, უსუფაშვილის, ჭიაბერაშვილის, მარგველაშვილის და სხვათა განცხადებებს. პირდაპირი რიტორიკა. ამას მოგვიანებით, რამდენიმე დღეში დაემატა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, იყო ძალიან ფართო კოორდინაცია - ოპოზიცია, „ენჯეოები“, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, კონკრეტული უცხოელები, რომლებიც აქეთკენ გვექაჩებოდნენ. საბოლოო ჯამში, ორივე მოთხოვნა, ნიშნავდა ომისკენ სვლას. ირიბი და პირდაპირი ფორმით.


რაც შეეხება სანქციებს და საინტერესო რა არის, რომ დღეს, როგორც იქნა, საჯაროდ გამოფინა ეს მოთხოვნა ევროპარლამენტმა, ამდენი ხნის განმავლობაში, ამ დახურულ მოთხოვნას არ გვიყენებდნენ საჯაროდ, გაურბოდნენ. იქ იყო კონკრეტული ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, კონკრეტული პოლიტიკოსის განცხადება, „ლელოს“ აქვს თავის პროგრამაში შეტანილი ეს ყველაფერი და ა.შ. მაგრამ, როგორც ასეთი, მაღალი დონის მოთხოვნა გაჟღერებული არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით, ყველა ერიდებოდა, ელჩები ერიდებოდნენ, ქვეყნები ერიდებოდნენ, ევროპარლამენტი ერიდებოდა. პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები და რასაც უნდა გამოეწვია ამ ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი. ეკონომიკური კოლაფსი იყო საუკეთესო გზა, რომელიც მიდიოდა, საბოლოო ჯამში, ომამდე“, - განაცხადა პრემიერმა.