11-10-2024
ოპოზიციის მთავარი ყურადღების საგანი არის არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე, თუმცა აქაც მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, სამართალდამცველი სტრუქტურები არის ძლიერი და ნებისმიერ მცდელობას, რომ პარლამენტში შეიჭრან, სხვა ინსტიტუტებში შეიჭრან, რევოლუცია მოაწყონ, დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ თავადაც იცის, როგორია კვლევის შედეგები, მათ აქვთ რეალური მონაცემები და მათი პარტიების ოფისებში მუდმივად მიდის საუბარი პროვოკაციებზე, მათ შორის მძიმე პროვოკაციებზე.
„ისინი უფრო მეტად კონცენტრირებული არიან არჩევნების მომდევნო დღეზე და არა არჩევნების დღეზე. ისინი სოფლებში არ გადიან, არ ატარებენ კამპანიას, ქალაქების უბნებში არ გადიან. რეალურად კამპანია არ ჩანს. ერთადერთი, ვინც ახლა ატარებს საარჩევნო კამპანიას, ეს არის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“. ესეც აჩვენებს იმას, რომ მათი მთავარი ყურადღების საგანი არის არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე, თუმცა აქაც მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, მათ შორის მარტი-აპრილი-მაისის მოვლენებმა დაადასტურა ის, რომ სახელმწიფო არის ძლიერი, სამართალდამცველი სტრუქტურები არის ძლიერი და ნებისმიერ მცდელობას, რომ პარლამენტში შეიჭრან, სხვა ინსტიტუტებში შეიჭრან, რევოლუცია მოაწყონ, დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე. ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა მარტი-აპრილი-მაისში და ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი ეს მოვლენები. გარდა იმისა, რომ ჩვენ ბოლომდე გავიტანეთ რევოლუციის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, აქედან გამომდინარე, ვერავითარი რევოლუციის მოწყობის თუ ქვეყნის არევის რესურსი ოპოზიციას ვერ ექნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.