გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე: მონტენეგროს ევროკავშირში შესვლა სურს ორ ფეხზე დგომით და არა მუხლებზე ცოცვით

12-10-2024

„მონტენეგროს ევროკავშირში შესვლა სურს ორ ფეხზე დგომით და არა მუხლებზე ცოცვით“, - ამის შესახებ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე ანდრია მანდიჩმა, ფინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


როგორც შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, მონტენეგროს სურვილია ევროკავშირში მიღწეული შედეგების საფუძველზე გაწევრიანდეს.


„ევროპელი ხალხების ოჯახს ვეკუთვნით და მე ნათლად გამოვხატე გზავნილი, რომ მონტენეგროს ევროკავშირში შესვლა სურს ორ ფეხზე დგომით და არა მუხლმოყრილს, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს ფასეულობებს, როგორც ფინელები იცავენ საკუთარ ფასეულობებს. ჩვენი სურვილია, თანაბარი ფაქტორი ვიყოთ ევროპული ერების საზოგადოებაში, რადგან ჩვენ ვართ ევროპა“, - ამბობს მანდიჩი.


მისი თქმით, მონტენეგროს აქვს ამბიცია, მოლაპარაკებები წევრობაზე 2026 წლის ბოლომდე დახუროს.