პარასკევი, ივნისი 06, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

12-10-2024

ქუთაისში, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ მიმართეს და ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


ქალაქ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსებული პირველი ტექნოლოგიური ჰაბი სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე განთავსდება ინტერაქციული-სამეცნიერო- ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები. ასევე, VR/AR Gaming ლაბორატორია, შეხვედრების და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა
და IT სპეციალისტებისთვის. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.


„დარწმუნებული ვარ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უმოკლეს დროში გახდება მთავარი მიზიდულობის ცენტრი ქუთაისის, იმერეთის და მთლიანად საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტებისთვის, ვინაიდან ეს ადგილი ერთ სივრცეში აერთიანებს ულტრათანამედროვე და შემეცნებით-ტექნოლოგიურ მუზეუმს, თანამედროვე წამყვან ტექნოლოგიურ და კრეატიულ პროფესიებში მოსამაზადებელ ცენტრებს, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების შესაქმნელად იდეალურ სამუშაო სივრცეებსა და საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას. აღნიშნული ჰაბი იზრუნებს, ჩვენი მოქალაქეები დაინტერესდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებით, დაეუფლონ წამყვან და მოთხოვნად პროფესიებს და აღნიშნულ ჰაბშივე დასაქმდნენ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში”, - განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.