30-10-2018
ტყიბულელი მეშახტეები მინდელის სახელობის შახტში მუშაობას პირველი ნოემბრიდან განაახლებენ. გამოცემა "კომერსანტის" ცნობით, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანება შესრულდა და "საქნახშირმა" მეშაახტებს ხელფასები სრულად დაურიცხა.
მას შემდეგ რაც ადგილზე 16 ივლისს 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი - დაშავდა, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებით, ტყიბულში სამუშაოები დროებით შეჩერდა და 25-ვე შახტი დაილუქა. მაშინ ითქვა, რომ მუშაობის შეჩერების მიუხედავად, მეშახტეები ხელფასს მაინც მიიღებედნენ, თუმცა „საქნახშირ“-მა მეშაახტებს უთხრა, რომ ოქტომბრის ხელფასს ვეღარ დაურიცხავდა, რადგან კომპანია ზარალდებოდა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მეშახტეებმა გაფიცვა და საპროტესტო აქციები დაანონსეს.
"თავის დროზე კომპანია „საქნახშირ“-მა განგვიცხადა, რომ ხელფასებს პირველი ოქტომბრიდან ვეღარ დაგვირიცხავდა, რადგან აღარ შეეძლო ასე გაგრძელება. მთავრობასთან ჰქონდა საუბრები, რომ ან სამუშაოები აღდგენილიყო ან სახელფასო პრობლემა თავად მოეგვარებინა. ასეთ ვითარებაში ჩვენ გაურკვევლობაში ვიყავით. მერე როგორც გავიგეთ, მთავრობამ უთხრა რომ უკვე პირველი ნოემბრიდან უცხოელი ექპერტები ჩამოდიან და სამუშაოებიც განახლდებოდა, ამიტომაც დაგვიტამეს ეს ერთი თვეც და სრულად აგვინაზღაურეს ის პერიოდი, რაც არ გვიმუშავია. ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ, ვნახოთ რა მოხდება პირველ ნოემბერს“,-თქვა მეშახტე გაგა ისაკაძემ.
ტყიბულის შახტის ტრაგედიაზე „საქნახშირის" თანამშრომლები აგვისტოში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.