გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი: ციხისძირში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობაზე 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, ინვესტიცია კი 80 მლნ აშშ დოლარს შეადგენს

15-10-2024

აჭარის რეგიონში, ციხისძირში, Petra Sea Resort-ში, Pullman-ის ბრენდული სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.


ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რიჟვაძე, აგრეთვე პროექტის პარტნიორი საერთაშორისო ტურისტული ბრენდების Accor ჯგუფისა და მასში შემავალი ბრენდის Pullman-ის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ პროექტები, რომლებიც ბოლო წლებში ხორციელდება, არის მაღალი სტანდარტის. სწორედ ასე წარმოგვიდგენია მომავალ წლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. როდესაც ვსაუბრობთ ამბიციურ გეგმაზე, თუ როგორ გაიზრდება ტურიზმი 2028 წლისთვის საქართველოში, როდესაც ვსაუბრობთ ახალ საწოლ ფონდებზე, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ეს იქნება მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს უფრო მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე სტუმრები მოვიზიდოთ ქვეყანაში. გეგმები, რომლებიც საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა საზოგადოებას, არის არა ვირტუალური დაპირება, არამედ გამყარებულია ისეთი პროექტებით, როგორიცაა Pullman-ის პროექტი," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში.


მისი თქმით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და რეზიდენციების პროექტი 2028 წლის ბოლოსთვის სრული მასშტაბით ფუნქციონირებას შეძლებს. უშუალოდ მშენებლობის დროს 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, პროექტის დასრულების შემდეგ კი 250 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.


პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარი დაჯდება. მისი ამოქმედების შემდეგ საქართველოს ტურიზმს ახალი მაღალი ხარისხის საწოლ-ფონდი შეემატება.


ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოში ტურიზმის უფრო მეტად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი ახალი სასტუმრო კომპლექსები და რაც მთავარია, მაღალი ხარისხის ტურისტული ინფრასტრუქტურა.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში უფრო მაღალმსყიდველობით უნარის მქონე ტურისტების შემოყვანას, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელია," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული პროექტი მდგრადად განვითარდეს. მან ასევე დააანონსა სატრანსპორტო პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში მგზავრთა საზღვაო გადაყვანის აღდგენას ითვალისწინებს. ამ მიზნით, სასტუმრო კომპლექსის სიახლოვეს ნავმისადგომისა და იახტ-კლუბის მშენებლობაა დაგეგმილი.