15-10-2024
ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური დანაშაული, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე წერს.
როგორც მდინარაძე წერს, ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა „არა ომს“ წაშალეს.
„ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული:
1. მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება
2. როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა „არა ომს“ წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს!
პ. ს. თუ ახლა გამოხტებიან, ადმინისტრაციულიაო - კი ბატონო, უბრალოდ მერე თქვენი შეუღებავი ბანერები გექნებათ საძებნი.
ახლა ერთადერთი ის უნდა ინატრონ, იქნებ გაიწმინდოს, დასვრა გამოვიდეს და არა დაზიანებაო“, - წერს მდინარაძე.