8-12-2017
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა,რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბადრი ბუცხრიკიძე უძღვებოდა. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ორი საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს საკითხების საკრებულოს ბიუროს სხდომაზე წარდგენას:
1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ.
2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ სოციალურ პროგრამებში (დიალიზის და უსინათლოთა პროგრამაში) ცვლილების შეტანის თაობაზე.
დღესვე, კულტურის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე სოფიო ბუსკივაძე უძღვებოდა. დღის წესრიგით წარმოდგენილ ერთ საკითხთან ერთად - „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის წევრებმა, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკითხის ბიუროს სხდომაზე წარდგენას, შემდგომი განხილვის მიზნით.
სხდომის დასრულების შემდეგ საკრებლოს თავმჯდომარემ, კომისიის ხელმძღვანელებისგან ანგარიში ჩაიბარა და მათი მუშაობის სამომავლო სტრატეგიას გაეცნო.