გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შალვა ნათელაშვილი: მთელი პასუხისმგებლობა ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო, ისტორიაში არნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ - ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას და ექსპრეზიდენტ სააკაშვილს

16-10-2024

მთელი პასუხისმგებლობა ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო, ისტორიაში არნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ - ტვ-პირველზე, ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, მთავარ არხზე - ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას, ხოლო ფორმულაზე, სამწუხაროდ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც პატიმრობაშიც კი არ ასვენებს ლეიბორისტული პარტიის პრობლემა, - წერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.


მისივე თქმით, ის კიდევ მინიმუმ მეოთხედი საუკუნე აპირებს პოლიტიკაში ყოფნას და მწარედ მოსთხოვს პასუხს ყველას ზემოთ ხსენებულ ვერაგობაზე.


„მთელი პასუხისმგებლობა ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო, ისტორიაში არნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ - ტვ-პირველზე, ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, მთავარ არხზე - ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას, ხოლო ფორმულაზე, სამწუხაროდ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც პატიმრობაშიც კი არ ასვენებს ლეიბორისტული პარტიის პრობლემა. იცოდეთ მე პოლიტიკაში კიდევ მინიმუმ მეოთხედი საუკუნე ვაპირებ ყოფნას და მწარედ მოგთხოვთ პასუხს ამ ვერაგობაზე. რაც მთავარია ხალხი გაგცემთ პასუხს თქვენც და რუს ოლიგარქსაც ოცდაექვსში“, - წერს შალვა ნათელაშვილი.