გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის განცხადებაზე: ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ „ვარდების რევოლუციის“ ნირვანაში ჩარჩენილი პროვოკატორები, რომ 2003 წელი ისტორიას ჩაბარდა, დღეს სხვა სახელმწიფო გვაქვს და საზოგადოებაც იოლად არ წამოეგება მათ გადაგდებულ ანკესს

16-10-2024

პიტერ აკერმანის სახელმძღვანელო "ფერადი რევოლუციების" ტექნოლოგიებზე პრაქტიკაში ამოქმედდა მისი აქაური მოწაფეების მიერ. ამოქმედდა Canvas-ს ტრენინგებზე ნასწავლი მეთოდები სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის გზებზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.


მისივე თქმით, ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ „ვარდების რევოლუციის“ ნირვანაში ჩარჩენილი პროვოკატორები, რომ 2003 წელი ისტორიას ჩაბარდა, დღეს სხვა სახელმწიფო გვაქვს და საზოგადოებაც იოლად არ წამოეგება მათ გადაგდებულ ანკესს.


„პიტერ აკერმანის სახელმძღვანელო „ფერადი რევოლუციების“ ტექნოლოგიებზე პრაქტიკაში ამოქმედდა მისი აქაური მოწაფეების მიერ. ამოქმედდა Canvas-ს ტრენინგებზე ნასწავლი მეთოდები სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის გზებზე. ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ „ვარდების რევოლუციის“ ნირვანაში ჩარჩენილი პროვოკატორები, რომ 2003 წელი ისტორიას ჩაბარდა. დღეს სხვა სახელმწიფო გვაქვს და საზოგადოებაც იოლად არ წამოეგება მათ გადაგდებულ ანკესს. ვის მიერ არის ეს ყველაფერი მხარდაჭერილი? მათი გეოგრაფიაც ვიცით და ვინაობაც“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.