გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გოგა ხაინდრავა: უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანმიმართულად ხელს უწყობს ამ ბოროტებას, „ნაცმოძრაობას“, რომ რაღაც გავლენა ჰქონდეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე

16-10-2024

„ყველამ უნდა იცოდეს, საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომ ვინც ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ სატელიტებს, მის გარშემო შეკრებილს, ისინი ბოროტმოქმედებას სჩადიან, დანაშაულს სჩადიან; ისინი ქმნიან პირობას საკუთარი შვილების, საკუთარი მომავლის, საკუთარი ქვეყნის დანგრევის და გაცამტვერების, იმიტომ, რომ ეს ამოცანა უდგათ იმათ, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ხატია დეკანოიძეს დავალება მისცა, რომ „არა ომს“ წაეშალა, მოეკითხებათ აუცილებლად“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ხაინდრავა გამოეხმაურა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას, სადაც საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების მხარდამჭერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე და აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა.


მისივე თქმით, არსებობს მაგალითები, თუ როგორ ეპყრობოდნენ კოლაბორაციონისტებს და ფაშისტური რეჟიმის მომხრეებს საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის.


„მაგალითს მოგიყვანთ, რომელზეც სხვათა შორის, ამაზე შეგიძლიათ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხოთ და ის მოჰყვება კარგად, ალბათ საქართველოში ყველაზე კარგად მან იცის ეს თემა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ კოლაბორაციონისტებისადმი მეორე მსოფლიო ომის მერე - იმათ მიმართ, ვინც ეთანამშრომლებოდა და მხარს უჭერდა ვიშის მთავრობას, ნაციონალისტებს და ფაშისტებს საფრანგეთში. დიდი კოლონები იყო თავგადაპარსული ქალების, რომლებიც პარიზში იქით-აქეთ გაატარეს, იმათზე აღარ ვლაპარაკობ, ვინც პირდაპირ თანამშრომლობდა ვიშის მთავრობასთან. სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეთ ამაზე და ის მოყვება, მერწმუნეთ, კარგად იცის ეს ისტორია და კონკრეტულ პიროვნებებზეც შეიძლება ისაუბროს, თუ მოინდომებს, ბუნებრივია. ამიტომ მე მხარს ვუჭერ ყველანაირად და ვთვლი, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა დააყენოს ეს საკითხი. თუ ჩვენ გვინდა, ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, გადარჩეს და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს რაღაც მომავალი ჰქონდეთ, აუცილებლად უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც საკუთარი პიროვნული, მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანმიმართულად, ხელს უწყობს ამ ბოროტებას, რომ რაღაც გავლენა ჰქონდეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე და მით უმეტეს, შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ ესა თუ ის გავლენა ჰქონდეთ პარლამენტში.“ - განაცხადა ხაინდრავამ. მან ასევე აღნიშნა, რომ არც ერთი გადაწყვეტილების, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესის საგანი იყო, მაგალითად, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონის, მიღებაში, რადიკალურ ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.


„გაიხსენეთ, ძალიან მარტივია, არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება ქართულ საზოგადოებას და ქართველ ხალხს, დაწყებული იმ კანონით, რომელზეც ისტერიკა აქვს მთელ მსოფლიოს, სადაც ლაპარაკია ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე. არც ერთი იმათგანი, ვისაც ეს ხალხი აძლევს ხმას, არ ესწრებოდა ამ კანონის მიღებას. არც ერთმა არ მისცა ხმა, არც „ნაციონალებმა“, არც „ლელოელმა“ კომკავშირელებმა, არც ის ოთხი „ნაციონალი“ რომ ზის ერთად და ყველაზე სასაცილო რაც არის, თავის თავს „ახლებს“ რომ ეძახის. არც ერთ კანონს, რომელიც სისხლხორცეულად სჭირდება ქართულ საზოგადოებას, ჩვენს მომავალს და ჩვენს შვილებს, ხმა არ მისცეს. ეს არის ნათელი. ჩვენ 9 წელიწადი ვუყურებდით მათ მოქმედებას, როცა ხელისუფლების სათავეში იყვნენ, რა ქნეს ამ ქვეყანაში და მერე ვუყურებთ როგორი ძალისხმევა აქვთ იმისთვის, რომ არ ჩამოყალიბდეს სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ყველანაირად ხელს უშლიან იმის გამო, რომ იმ ბატონებს, რომლებსაც ისინი ყმობენ და საიდანაც ფულს იღებენ, როგორმე ასიამოვნონ. ხატია დეკანოიძის და უგულავას გუშინდელი საქციელი არის იმის მანიშნებელი და მაჩვენებელი, თუ ვისთან და რასთან გვაქვს საქმე. მინდა გითხრათ, რომ ასე ფიქრობს ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ეს არ არის მარტო „ნეიტრალური საქართველოს“ წევრების აზრი, ეს არის ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრი, რომ აუცილებლად მოვკითხავთ და არ ეგონოთ, რომ მაინცდამაინც მაღალი ინსტიტუტებია საჭირო. ამისთვის ჩვეულებრივი ცხოვრებაა საჭირო, ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, ვიცით ვინ არიან ისინი და იმათმაც იციან, ვინ ვართ ჩვენ და აუცილებლად მოეკითხებათ ყოველ მიზეზ გარეშე და თანაც ვფიქრობ, დრო დადგება, ვინც აქტიური მონაწილე იყო ამ დანაშაულის, იმათი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს“ - განაცხადა ხაინდრავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.