17-10-2024
დღეს კასპის მუნიციპალიტეტში საქართველოს ვეტერანთა დღე აღინიშნა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და დაუმარცხებელი ქართველი გენერლის გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
მამა ალექსანდრემ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
17 ოქტომბერი ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა.
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წელს დაარსდა და წელს მეთერთმეტედ აღინიშნა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ვეტერანს ულოცავს დღევანდელ დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მადლობას უხდის ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელი ღვაწლისთვის.