გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კესო მახარაძე: “მზისკარი” ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და გასტრონომიული კუთხით განსაკუთრებული ხაზია

18-10-2024

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ მნიშვნელობაზე საუბრობს პროექტის მონაწილე, „ტაბერნე გურიაში-აცანას“ დამფუძნებელიკესო მახარაძე.


„ტაბერნე გურიაში-აცანა“ საოჯახო კვების ობიექტია, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში მდებარეობს.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ვინც ჩამოაყალიბა “მზისკარი”და შეგვარჩია ბენეფიციარები. “მზისკარი”ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და გასტრონომიული კუთხით განსაკუთრებული ხაზია, რომელიც საქართველოს რეგიონებს გამოარჩევს, რაც აინტერესებს უცხოელ ვიზიტორებს ადგილობრივთან ერთად.  მინდა გითხრათ,რომ ტურისტული ლოკაციებისთვის  და ასეთი ტურისტული ობიექტების მფლობელებისთვის ეს პროექტი ერთგვარი ფუფუნებაა, იმიტომ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მივიღეთმაღალი პროფესიონალურიკონსულტაციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის“,-აცხადებს კესო მახარაძე.


„მზისკარი“ ოჯახური გასტრო მასპინძლობის ქსელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამეტაპზე „მზისკარის“ ქსელში 8 ობიექტიაგაერთიანებული.


პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ  გარემოში, ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.