გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

1-11-2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის 3 ნოემბერს, სახალხო დღესასწაულ „ჭიათურობა 2018“-თან დაკაშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილია ღონისძიებების გამართვა.


ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე (ნინოშვილის ქუჩა) იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. კერძოდ: ნინოშვილის ქუჩის გადარეცხვითი სამუშაოებისათვის  1 ნოემბერს 10:00სთ- დან 17:00სთ-მდე; სამონტაჟო სამუშაოებისათვის  2 ნოემბერს 12:00სთ-დან 17:00სთ-მდე;„ჭიათურა 2018“- ის ღონისძიების ჩატარებისათვის 3 ნოემბერს 09:00სთ-დან 17:00სთ-მდე.  


ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შემოვლით გზაზე, ჯარბელის ქუჩის გავლით. ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.


imedinews.ge