გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალქალაქის ერთ-ერთ ქუჩასა და პარკს შარლ აზნავურის სახელი მიენიჭა

1-11-2018

ახალქლაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, აღმაშენებლის გზაჯვარედინზე მდებარე პარკსა და მალხასიანის ქუჩას მომღერლის, შარლ აზნავურის სახელი მიანიჭა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

 

შარლ აზნავური 1 ოქტომბერს 95 წლისა გარდაიცვალა. სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, რომელიც საფრანგეთში 1922 წელს გადასახლდა. შარლის დედა სომეხ ვაჭართა ოჯახიდან იყო, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, მამა კი საქართველოში დაიბადა. აზნავური სცენაზე თითქმის 80 წელს გამოდიოდა. არტისტს 180 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი 60-ზე მეტი ფილმის გადაღებაში მონაწილეობდა.

 

3 ოქტომბერს ეიფელის კოშკი შარლ აზნავურის ხსოვნის პატივსაცემად განათდა.

 

imedinews.ge