გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ერთ კვირაში იმართება რეფერენდუმის ტოლფასი გადამწყვეტი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ომს და აირჩევს მშვიდობას

19-10-2024

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ კუთხის, იმერეთის შვილმა მოგვცა შესაძლებლობა, 2012 წელს გავთავისუფლებულიყავით ავტორიტარული რეჟიმისგან და გვეცხოვრა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში. თქვენთან ერთად მინდა ამისათვის კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს,“ - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.


მისივე თქმით, ყველას ახსოვს, თუ რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის ძარცვა, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება, ომი და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა.


„ეს იმ დანაშაულების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომელსაც უცხოური აგენტურა და მისი სისხლიანი რეჟიმი 9 წლის განმავლობაში ჩადიოდა ჩვენს ქვეყანაში. ამ ყველაფრის დაბრუნებას ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს. ზუსტად ერთ კვირაში იმართება რეფერენდუმის ტოლფასი გადამწყვეტი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ომს და აირჩევს მშვიდობას, ეტყვის უარს ამორალურ პროპაგანდას და აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ეტყვის უარს ბნელ წარსულს და აირჩევს საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.