გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი თბილისის მარშში ტრანსგენდერების მონაწილეობაზე: არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მინისტრობის კანდიდატებია - მთავარია, რომ მათი დასახელება „ჩრდილოვან მთავრობაში“ გარანტირებულად ჩააყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის კარებთან

21-10-2024

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისში მიმდინარე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწყობილ მარშში ტრანსგენდერების ნატა ტალიკიშვილისა და გაბრიელა როსკიპოვას მონაწილეობაზე წერს.


როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, არაა გამორიცხული, რომ ეს ადამიანები პრეზიდენტის შერჩეულ ტექნიკურ მთავრობაში, როგორც ამას ზურაბიშვილის ქარტია ითვალისწინებს, მინისტრების კანდიდატებად მოგვევლინონ.


„ესენი, დიდი ალბათობით, ზურაბიშვილის ტექნიკური მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები არიან. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მინისტრობის

კანდიდატებია - მთავარია, რომ მათი დასახელება „ჩრდილოვან მთავრობაში“ გარანტირებულად ჩააყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის კარებთან. სადაც ხიდაშელი გვყავდა თავდაცვის მინისტრად - გაბრიელა იმავე პოზიციაზე შეიძლება განვიხილოთ, ხოლო ნატა - ეკონომიკის მინისტრის ადგილას (სადაც ქობალია გვყავდა, რატომაც არა)...“, - წერს დავით ქართველიშვილი.