22-10-2024
„გასაგებია რატომაც არ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში, იმიტომ რომ წინააღმდეგი ვერ წავიდოდნენ, მათ პატრონები ჰყავთ და თავად არაფერს არ წყვეტენ, აბსოლუტურად მონური დამოკიდებულებაა რომ იცოდეთ, ყველაზე მძიმე ხვედრი აქვთ, მაგრამ მათ ეს მოსწონთ, ეს როლი, რომ რასაც გარედან გეტყვიან ის უნდა გააკეთო. ამიტომ მოიგონეს რაღაც, ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს და პარლამენტში არ შევიდა ოპოზიცია, იმიტომ, რომ იმდენად დიდია საზოგადოების რწმენა ქრისტიანობის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი იდენტობის, რომ საზოგადოების შეეშინდათ და ვერ გაბედეს ამის წინააღმდეგ წასვლა - არ მოაწერა პრეზიდენტმა, ესენი არ შევიდნენ პარლამენტში,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში კანონზე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და ოპოზიციის ბოიკოტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ გატანაში მას ლომის წვლილი აქვს.
მანვე აღნიშნა, რომ ლგბტ საზოგადოებასთან არავითარი პრეტენზია არ აქვს, თუმცა პროპაგანდა დაუშვებელია.
„ეს არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომლის შედეგიც არის ლგბტ პროპაგანდაც. რაც შეეხება ლგბტ საზოგადოებას, უფრო რთულად ითქმის, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ იქ ასოებს ამატებენ და უკაცრავად ამ საზოგადოების წინაშე, შეიძლება ზუსტად ვერ გამოვხატავ სახელს, მაგრამ აზრი გასაგებია, „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ საქართველოში როდესაც მიიღეს, მასში არის ჩემი ლომის წვლილი.
„ნაცებმა“ ვერც კი გაბედეს ამ კანონის შემოტანა. მეც არ დაგიმალავთ და ძალიან დიდი მუშაობა დამჭირდა, რომ ეს კანონი გაგვეტანა. რა თქმა უნდა, ეს ხალხი არის ჩვეულებრივი ხალხი, არავითარი პრეტენზია არ შეიძლება ამ ხალხთან გვქონდეს, ისინი საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილია, გარკვევით მინდა რომ ვთქვა და ლომის წვლილი მე მაქვს, რომ „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ მივიღეთ, იმიტომ რომ კანონმდებლობასთან რაღაც დაპირისპირებაში მოდიოდა.
მაგრამ პროპაგანდას რაც შეეხება, ბოდიში მომიხდია, საკუთარ სახლში ვისაც რა უნდა ის გააკეთოს, არავინ არ შედის და არავინ არავის არ მისდევს, მაგრამ პროპაგანდამ და აგიტაციამ რაც გამოიწვია, ნახეთ ქვეყნები და არსებობს სტატისტიკა ამის, რამდენჯერ გაიზარდა რიცხვი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან, ასევე, ლგბტ პროპაგანდის მაგალითებზე და მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიზანი მარტივია - ადამიანმა არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ და სამართავად ხარ იოლი და ეს არის უახლესი იარაღი დაპყრობის.
„შედეგი რა არის, რა უნდათ? რატომ მიდის ამხელა პროპაგანდა და რატომ იხარჯება უზარმაზარი თანხები? უზარმაზარი თანხები იხარჯება ამ პროპაგანდაში. მარტივს გეტყვით, ყველაზე დიდი პარადი მე მგონი ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ტარდება, „გეი აღლუმი“ რასაც ჰქვია და ნახეთ კადრები. რასაც ჩვენ გვეუბნებიან - რა მოხდა ქუჩაში გამოვიდნენ, რატომ უშლით ქუჩაში გამოსვლას? ასე იწყება ყველგან და ყველაფერში, ამ მარტივით იწყება. ეს ქუჩაში გამოსვლა ნახეთ ფოტოები, საშინელებები ხდება უკვე იმ ქუჩაში მათი გამოსვლის დროს, ჩვენთვის საშინელებები - ვიღაცისთვის ნორმაა და ნორმად აწესებენ.
პატარა ბავშვები მხარზე შემოსმული, 2-3 წლის - ყველანაირი ტიპის ორგია მიდის ქუჩაში. ნორმალურია ეს აგიტაცია? ეს არის ის, რასაც გვეუბნებიან ჩვენ - რა მოხდა ქუჩაში გამოვიდნენ, აი სად მიდის ეს ქუჩის გამოსვლა, ეს ნახეთ რაც შეეხება პარადებს და სხვა დანარჩენი ნახეთ ქვეყნები, მე ქვეყნებს შეგნებულად არ დავასახელებ, სად მიდის ეს იდეოლოგია.
ის, რომ ამბობენ ქალს ქალი აღარ დავუძახოთ და კაცს კაცი აღარ დავუძახოთ, ის რომ ბაღის 5 წლამდე ბავშვებში მიდის უკვე სექსუალური აღზრდის გაკვეთილები, ის, რომ მაგალითებია ამის რამდენიც გინდათ და ამის მოპოვება რთული არ არის, ის, რომ ერთ-ერთი განვითარებული ქვეყნის მასწავლებელი ციხეში მეორედ შეუშვეს, იმის გულისთვის, რომ გამოვიდა და ისევ თქვა პრინციპულად, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს - მამრი და მდედრი და არ არსებობს ეს მრავალფეროვნება სექსუალობის და ათასობით არ არსებობს, ისევ შეუშვეს მეორედ ციხეში.
აი აქ მიდის ეს, ნელ-ნელა რომ დაიწყოთ მარტივი ქუჩის მიტინგი, სადაც გასდით აქ აჰყავთ უკვე, აქ მიდის. ის, რომ მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის. მე არ მინდა ქვეყნებს შევეხო და ცალკეული პიროვნებების განცხადებები გავიხსენო, ძალიან დიდი პოლიტიკოსების.
ქალია თუ კაცი, გოგოა თუ ბიჭი, არ უნდა თქვა, მიზანი მარტივია - ადამიანმა არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი, არათუ ის, რომ ქრისტიანი თუ მუსლიმია, არათუ ის, რომ მას ჰყავდა დავით აღმაშენებელი და მან თავისი ისტორია და იდენტობა უნდა იცოდეს და მრავალჟამიერი იცოდეს - არა, არა, ეს ყველაფერი უნდა გადაიყაროს, მან ისიც კი არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი. ეს არის უახლესი იარაღი დაპყრობის, ამ ადამიანს რაც გინდა ის უქენი, არაფრის ხელის გამძრევი არ არის, არაფერს აღარ დაიცავს. აქ მიდის ყველაფერი“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.