გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გივი მიქანაძე: სადამკვირვებლო ორგანიზაცია „კრიტიკული მოქალაქის“ დირექტორი ნუგზარ ხოზრევანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია, „ალტერნატივა ენჯეოს“ თავმჯდომარე ხათუნა ბერიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრია

22-10-2024

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა და იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ისაუბრა, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან მხილებული.


მან ისაუბრა სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე „კრიტიკული მოქალაქე“, რომლის დირექტორი და გამგეობის წევრები, „ნაციონალურ მოძრაობასთან” და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ არიან კავშირში. ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ლაშა ადამია, აჭარის ენმ-ის.


„მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ინფორმაციას კვლევის შედეგად მხილებული რამდენიმე ორგანიზაციის შესახებ, რაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, თუ ვის სურს განახორციელოს არჩევნების მონიტორინგი და ვინ აპირებს დასკვნების შედგენას არჩევნებთან დაკავშირებით.


ცესკოს მიერ დარეგისტრირდა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „კრიტიკული მოქალაქე“, რომლის დირექტორია ნუგზარ ხოზრევანიძე, გამგეობის წევრები კი მარად შავაძე, რისმაგი ხოზრევანიძე და ნოდარ ძირკვაძე არიან. ორგანიზაციის დირექტორი, ნუგზარ ხოზრევანიძე, 2020 წლის 15 დეკემბერს ბათუმში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დააკავეს პოლიციასთან ინციდენტის დროს, პლაკატებს აკრავდა შენობაზე - „გაყალბებული არჩევნები“. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ნუგზარ ხოზრევანიძე 2022 წლის მაისში მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით გამართულ აქციაშიც იღებდა მონაწილეობას. მარად შავაძე დღემდე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო რისმაგ ხოზრევანიძე აჭარის ენმ-ის პიარ მენეჯერი. რაც შეეხება ნოდარ ძირკვაძეს, იგი ხულოს ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ დანიშნული წევრია.


ცესკომ ასევე დაარეგისტრირა სადამკვირვებლო ორგანიზაციად „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა ადამია აჭარის ენმ-ის წევრია და აქტიურად ეწევა პარტიულ საქმიანობას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.


მან ასევე ყურადღება გაამახვილა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე „ალტერნატივა ენჯეო“ და „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“, რომელთა თავმჯდომარეებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან კავშირში.


„ცესკომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად დაარეგისტრირა ორგანიზაციები „ალტერნატივა ენჯეო“ და „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“. “ალტერნატივა ენჯეო“-ს თავმჯდომარე ხათუნა ბერიძეა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრია; ხოლო, ორგანიზაციის გამგეობის წევრ ნატო ნაცარაშვილს, მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, შეწირული აქვს პარტია „ახალი“-სთვის 7000 ლარი. რაც შეეხება „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის“ თავმჯდომარე გივი ნახუცრიშვილს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგი ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. იგი დღემდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია”, - განაცხადა მიქანაძემ.